სავენტილაციო სისტემების ტიპები
სავენტილაციო სისტემის პროექტირებისას, პირველ რიგში, საზღვრავენ მის ტიპს. სავენტილაციო სისტემათა ტიპების კლასიფიკაცია აგებულია  შემდეგ ძირითად პრინციპებზე:

  • ჰაერის გადაადგილება: ბუნებრივი ან ხელოვნური.
  • დანიშნულება: მოდინებითი ან გამწოვი სავენტილაციო სისტემა.
  • მომსახურების ზონა: ადგილობრივი (ლოკალური) ან საერთოგაცვლითი სავენტილაციო სისტემა.

ბუნებრივი და ხელოვნური სავენტილაციო სისტემა
ბუნებრივი ვენტილაცია იქმნება ელექტრომოწყობილობის გამოყენების (ვენტილატორების, ელექტროძრავების) გარეშე და გამოწვეულია ბუნებრივი ფაქტორების მოქმედებით – ჰაერის ტემპერატურათა სხვაობით, წნევის ცვლილებით  სიმაღლის გათვალისწინებით, ქარის წნევით. ბუნებრივი სავენტილაციო სისტემათა უპირატესობას წარმოადგენს მათი დაბალი ფასი, მონტაჟის სიმარტივე და საიმედობა, რაც გამოწვეულია ელექტრომოწყობილობისა და მოძრავი ნაწილების არარსებობით. ამის გამო, ასეთი სისტემები ფართოდ გამოიყენება ტიპური საცხოვრებლების მშენებლობისას და წარმოადგენენ სავენტილაციო შახტებს, რომლებიც თავსდება ძირითდათ სამზარეულოში ან დერეფანში. 
ბუნებრივი სავენტილაციო სისტემათა სიიაფის მეორე მხარეს წარმოადგენს მათი ეფექტურობის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულება. ეს ფაქტორებია: ჰაერის ტემპერატურა, ქარის მიმართულება, სიჩქარე და ა.შ. ამასთან, ასეთი სისტემები, პრინციპში, არ რეგულირდება, და მათი გამოყენებით ვერ წყდება მრავალი ამოცანა ვენტილაციის დარგში.
ხელოვნურ ან მექანიკურ ვენტილაციას იყენებენ იქ, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია არ არის საკმარისი. მექანიკურ სისტემებში გამოიყენება მოწყობილობები (ვენტილატორები, ფილტრები, ჰაერშემთბობები და ა.შ.), რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის გადაადგილებას, გასუფთავებასა გათბობას და გაგრილებას. ასეთ სისტემებს შეუძლია მიაწოდონ ან მოაცილონ ჰაერი ოთახს გარემოს პირობებისგან დამოუკიდებლად. პრაქტიკაზე, ბინებსა და ოფისებში აუცილებელია ხელოვნური სავენტილაციო სისტემების გამოყენება, რადგან მხოლოდ მათ შეუძლია კომფორტული პირობების შექმნა.
მოდინებითი ან გამწოვი სავენტილაციო სისტემა
მოდინებითი სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ხაერის ოთახში მიწოდებას. საჭიროებისამებრ მიწოდებული ჰაერი თბება, გრილდება და იწმინდება მტვერისგან. გამწოვი ვენტილაცია კი, პირიქით, გამოიყენება დაბინძურებული და გადამუშავებული ჰაერის ოთახიდან გამოსაქაჩად. როგორც წესი, ოთახში ყენდება როგორც მოდინებითი, ასევე გამწოვი ვენტილაცია. ამასთან, მათი წარმადობა უნდა იყოს დაბალანსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ოთახში შეიქმნება არასაკმარისი ან ჭარბი წნევა, რაც გამოიწვევს  “კარის ჯახუნის” არასასიამოვნო ეფექტს.
ადგილობრივი (ლოკალური) და საერთოგაცვლითი სავენტილაციო სისტემა
ადგილობრივი (ლოკალური) სავენტილაციო სისტემა განკუთვნილია სუფთა ჰაერის გარკვეულ ადგილებში მისაწოდებლად (ლოკალური მოდინებითი ვენტილაცია) ან დაბინძურებული ჰაერის მავნე გამონაყოფების წარმოქმნის ადგილებიდან მოსაშორებლად (ლოკალური გამწოვი ვინტელაცია). ლოკალური გამწოვი ვინტელაცია გამოიყენება, როცა მავნე ნივთიერების გამოყოფის ადგილები ლოკალიზებულია. ასეთ შემთხვევებში ლოკალური ვენტილაცია საკმაოდ ეფექტურია და შედარებით დაბალფასიანია. ლოკალური ვენტილაცია გამოიყენება, როგორ წესი, წარმოებაში. საყოფაცხოვრებო პირობებში გამოიყენება საერთოგაცვლითი ვენტილაცია. გამონაკლისია სამზარეულოს გამწოვეები, რომლებიც წარმოადგენენ ლოკალურ გამწოვ ვენტილაციის მაგალითს. 
ლოკალური ვენტილაციისგან განსხვავებით, საერთოგაცვლითი ვენტილაცია განკუთვნილია მთელ ოთახში ვენტილაციის განსახორციელებლად. საერთოგაცვლითი ვენტილაცია ასევე შეიძლება იყოს მოდინებითი ან გამწოვი. მოდინებითი საერთოგაცვლითი ვენტილაცია, როგორც წესი, უნდა განახორციელდეს  მომდინარე ჰაერის გათბობით(გაგრილებით) და ფილტრაციით. ამიტომ ასეთი ვენტილაცია უნდა იყოს მექანიკური (ხელოვნური). საერთოგაცვლითი გამწოვი ვენტილაცია შეიძლება იყოს მოდინებითზე უფრო მარტივი და შეიძლება შესრულებული იყოს როგორც ვენტილატორი, რომელიც დაყენებულია ფანჯარაში ან კედლის სპეციალურ ხვრელში. რადგან ძირითადათ მოსაშორებელი ჰაერის დამუშავება არ არის საჭირო. ვენტილირებადი ჰაერის მცირე მოცულობის შემთხვევაში აყენებენ ბუნებრივ გამწოვ ვენტილაციას, რომელიც მექანიკურზე გაცილებით იაფია.  
სავენტილაციო სისტემათა გამოყენების მაგალითები:


ბინა

ყენდება მოდინებითი სავენტილაციო სისტემა, ხოლო სანიტარულ კვანძებში და სამზარეულოში არსებული ბუნებრივი სავენტილაციო სისტემა გამოიყენება როგორც გამწოვი ვენტილაცია.

ოფისი

ყენდება მოდინებითი და გამწოვი სავენტილაციო სისტემა.

წარმოება

როგორც წესი, ყენდება არამარტო საერთოგაცვლითი, არამედ ლოკალური სავენტილაციო სისტემა. ჰაერის გაცვლის საჭირო ჯერადობა და, შესაბამისად, სავენტილაციო სისტემის ღირებულება დამოკიდებულია წარმოების სახეობაზე.